ძებნა
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
თებერვალი 2010

 




 
news on index
2010-02-07
ცინცაძემ პოლონურ დებიუტში 5–5 ქულა–პასი მოაგროვა


გიორგი ცინცაძის პოლონური დებიუტი წუხელ შედგა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა პოლონეთის ჩემპიონატის გასულ, მე–19 ტურში „სოპოტს“ „პოლონია 2011“–ის ძლევაში დაეხმარა. ცინცაძის გუნდმა 106:78 გაანადგურა მეტოქე და ცხრილში მე–5 ადგილზე აინაცვლა.

ქართველმა გამთამაშებელმა 22 წუთს ითამაშა და 5 ქულა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. საერთოდ, ამ მატჩში „სოპოტის“ მწვრთნელმა ყველა თავისიანს მისცა თამაშის შანსი და მთლიანობაში დრო მეტ–ნაკლებად თანაბრად გაუნაწილა ყველას. ყველაზე მეტი – 23 წუთი – სოპოტელთა ლიდერმა პაველ მალესამ ითამაშა, რომელმაც 21 ქულა მოინაგრა.

ცინცაძემ 5 ქულა ასე შეაგროვა: 1–დან 1 ორიანი და 2–დან 1 სამქულიანი მიითვალა.

მომდევნო მატჩს „სოპოტი“ 13 თებერვალს სტუმრად მე–9 ადგილზე მყოფ ზნიჩის „იაროსლავთან“ ჩაატარებს.